,,როგორც გადმომცეს "საერთო გაზეთში"ლადო ბედუკაძეს გამოუქვეყნებია თითქოსდა ჩემი და მისი მიმოწერა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის ბედუკაძის ბინძური პროვოკაცია, რომელშიც ჩართულია მეორე ბინძური მამრი თუ მდედრი ვახტანგ ხარჩილავა. სამწუხაროდ, ამ სიბინძურეში მონაწილეობს სოსო მანჯავიძეც.
დავბრუნდები თუ არა აუცილებლად პროკურატურას მივმართავ.
ზაზა დავითაია, ამიტომ მითანხმდებოდი, ბედუკაძეს ცეცხლი არ გაუხსნაო?
დანდობა აღარ იქნება!!!!“, - წერს ელისო კილაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე და იქვე მომდევნო პოსტს აქვეყნებს, სადაც შემდეგ ფაქტს აკონკრეტებს. კილაძის თქმით, ბედუკაძე "საერთო გაზეთის"რედაქტორს ვახტანგ ხარჩილავას ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებს.
,,ამ წუთას მივიღე დაზუსტებული ინფორმაცია, რომ "საერთო გაზეთის"რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა გადაღებული ყავთ ფრიად პიკანტურ სიტუაციაში და მას ამ ფირით აშანტაჟებენ და აიძულებენ ბედუკაძის ბინძური პროვოკაციები გამოაქვეყნოს.
მაშ, ისევ ამირან მესხელი? ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები? მდაააააა“, - წერს კილაძე და ბედუკაძეს შეახსენებს: ,,ლადო ბედუკაძე ის ჩანაწერი დადე, შენს მეგობარს ზაზა დავითაიას ტელეფონით ჩუმად რომ იწერდი. ხომ არ დაგავიწყდა , ჩემთან გაქვს შენახული!!“
მასალის გამოყენების პირობები






