მარგველაშვილი: ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს
პოლიტიკა - 12:04, 06 Sep, 2014     1253

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენ უელსიდან მოვდივართ აღჭურვილი იმ ახალი საშუალებებით, რომლებიც წინ წასწევს საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა პირმა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ მხარეს არაჩვეულებრივად ორგანიზებული და ეფექტური სამიტისთვის, ასევე ქართულ დელეგაციას, ვინც მონაწილეობდა დადებული შედეგის მიღწევაში. ჩვენ უელსიდან მოვდივართ აღჭურვილი იმ ახალი საშუალებებით, იმ ახალი რესურსებით, რომლებიც წინ წასწევს საქართველო-ნატოს ურთიერთობებს. უელსში წასვლამდე ჩვენ დავსახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. პირველი მიზანი ეხებოდა საქართველოს როლის აღიარებას ამ გზაზე, იმ წვლილის აღიარებას, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს, დააფასეს ის დემოკრატიული ცვლილებები, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ის ეფექტური რეფორმები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაატარა და დააფასეს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და გმირობა, რომელსაც ისინი სჩადიან "ISAF"-ის მისიის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით მოხდა საქართველოს როლის გამოყოფა, საქართველოს ამაღლება ყველაზე თანაფარდი პარტნიორების რიგში. ჩვენ ვართ ახლა უკვე ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის და იორდანიის გვერდში – იმ 5 ქვეყნის რიგში, რომელსაც უფრო წინ წაწეული თანამშრომლობა გააჩნია ალიანსთან. განისაზღვრა თანამშრომლობის სპეციფიური ფორმატები, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ფორმატები. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას გახდის უფრო დაცულს მანამდეც, სანამ საქართველო გახდება ნატოს წევრი", - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42