მაია ფანჯიკიძის უწყება განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:55, 06 Sep, 2014     1748

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უელსის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო მიესალმება მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს.

აღნიშნულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცველად გთავაზობთ:

„საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - “მნიშვნელოვანი პროგრესის“ და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სამიტის დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის და, კონკრეტულად, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ “საქართველო გახდება ალიანსის წევრი“. ქართული მხარე მიესალმება ალიანსის მიერ ქვეყანაში “დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის“ აღიარებას. ამასთანავე, საქართველო ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს დემოკარტიის განმტიცებისკენ მიმართული რეფორმების კურსი.

საქართველო მიესალმება და იზიარებს ალაინსის შეფასებას, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება იყო უელსის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფორმატში ალიანსთან და ასპირანტ ქვეყნებთან დიალოგს და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მის გაღრმავებას.

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია ალიანსის გადაწყვეტილება “არსებით ღონისძიებებათა პაკეტის“ შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ქართული მხარე ადასტურებს სრულ მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა პაკეტის ელემენტების განსახორცილებლად და ხაზს უსვამს ამ პრცესში მოკავშირეთა ორმხრივი დახმარების მოზიდვისა და ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, მოკავშირეთა ცალსახად დადებითი შეფასება საქართველოს თავდაცვის სისიტემაში გატარებული რეფომების მიმართ და გამოხატული მადლიერება ალიანსის ოპერაციებში და კონკრეტულად ISAF-ში შეტანილი ძალზედ ღირებული წვლილისთვის. ქართული მხარე მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას “პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში“ და “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში“ საქართველოს მიწვევის შესახებ, და ხაზს უსვამს ამ და სხვა ფორმატებში ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის და თავსებადობის განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოსთვის უაღესად ფასეულია, ალიანსის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უელსის სამიტზე. საქართველო მისალმება ალიანსის მოწოდებას რუსეთის მიმართ , რომ გაიყვანოს “შეიარაღებული ძალები საქართველოდან“ და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ალიანსის შეშფოთება რუსეთის მიერ საეთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე.

საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სრულად იზირებს ალიანსის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული უკანონო სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

საქართველო იზიარებს ალისნის წევრი ქვეყნების შეშფოთებას ერაყსა და სიარიაში მზარდი არასტაბულურობის და რელიგიური ექტრემიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების გამო.

აღსანიშნავია უელსის სამიტისას ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “მზადყოფნის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების, ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის და აქტივობის გაძლიერების და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი შესაძლებლობების განვითარების შესახებ.

საქართველო მიესალმება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით უელსის სამიტზე მოკავშირეთა მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და როგორც ასპირანტი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორცილებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42