კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონიერი შეძენის გართულება არ შეამცირებს უკანონო იარაღით ჩადენილ დანაშაულს, მისი თქმით, ეს ელემენტარულია.
"უნდა გამკაცრდეს კანონიერი მეპატრონის მიერ იარაღის უკანონოდ გაჩუქება-განათხოვრება და ყველა ამგვარი დაუდევრობა. კანონიერად ყიდვისას ყველა იარაღი გადის ბალისტიკურ ტესტს, რაც 100%-იან გარანტიას იძლევა იმისა, რომ დადგინდეს იარაღის მფლობელის ვინაობა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაული შავ ბაზარზე გაყიდული იარაღით ხდება, რაც არანაირად არ შემცირდება, თუ ოპერატიული მუშაობა არ გაუმჯობესდება პოლიციის მხრიდან. დღესდღეობით სწორედ იარაღის "შავ ბაზარზე" შეძენილი პისტოლეტებითა და ავტომატებით ხდება ყაჩაღობა-დაჭრა-მკველობები. ასევე, შესაძლოა შეიზღუდოს დანის პირის ზომის სტანდარტი. აშშ-ს ზოგ შტატში, მაგალითად, დაუშვებელია 12 სანტიმეტრზე დიდი პირის მქონე დანის ტარება.
ასევე მისაღებია ე.წ. Loitering-ის, ანუ "ბირჟების" წინააღმდეგ კანონი, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, და ა.შ.) არსებობს. ბუნებრივია, უნდა აიკრძალოს მხოლოდ დანაშაულებრივი სახის "ბირჟების" აკრძალვა - მაგალითად, სადაც შესაძლოა ბრუნავდეს უკანონო იარაღი, ნარკოტიკი, ადგილი ჰქონდეს ჩხუბებს, ან თავს იყრიდნენ პროსტიტუციით შემოსავლის მიმღებები (ე.წ. Pimp-ები და "სუტინიორები") და ა.შ.
ასევე, პარალელურ რეჟიმში უნდა სავალდებულო გახდეს სკოლის პროგრამის ნაწილად სპორტის სახეობათა შემოღება, რომლის გაცდენის საშუალება საკმაოდ მკაცრად დაისჯება განათლების სისტემის მხრიდან.
ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ ყოველ წელს ყოველი კლასი საშუალო სკოლებში ხელახლა დაკომპლექტდება - ეს ხელს უწყობს ბავშვთა უკეთესი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და ხელს უშლის მცირეწლოვანთა ქუჩური დაჯგუფებების შექმნას.
ეს მცირე ჩამონათვალიც კი საგრძნობ გაუმჯობესებას მოგვცემს, თუ ამას დღევანდელმა მთავრობამ თავი მოაბა, რაც სამწუხაროდ, მეეჭვება როდესაც განათლების დღევანდელი მინისტრის პრეტენზიულ და მჟავე სახეს ვუყურებ“,- წერს ნიკა რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






