„საქართველო თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე მოლაპარაკებებს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან აწარმოებს“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
„ორმხრივ დონმეზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ამ მიმართულებით. რეალურად, ნატო-ს მხრიდან გაზიარებულია ჩვენი წუხილები და ჩვენ მივიღებთ ხელშეწყობას, რომ გამარტივდეს ამ მიმართულებით მ,ნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ამაღლდეს. ამ მიმართულებით ყველას განსხვავებული შესაძლებლოსბები აქვს და ყველასთან განვიხილავთ მათი შესაძლებლობებისდა მიხედვით ჩვენთვის სასარგებლო ელემენტების მიღებას“,- განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






