სასჯელაღსრულების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრიდან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში უკანონოდ გადაიყვანეს.
“დღეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრიდან უკანონოდ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში, გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების გადაყვანა ხორციელდება სასამართლოს მიერ დადგენილი რეჟიმის თანახმად, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება აღნიშნულ 5 პატიმარს, თუკი ადვოკატები მათ სახელს და გვარს მოგვაწოდებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მათი თანხმობის შემთხვევაში, მზადაა საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






