"საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - ეს განცხადება ნატო-ს სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
შტატების პრეზიდენტმა გლობალურ უსაფრთხოებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და მასში მონაწილე ქვეყნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თავდასხმა ერთის წინააღმდეგ განიხილება, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულების ვალდებულებაა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოკავშირეების დაცვას. აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობას გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ჩვენ ვაჟღერებთ ახალ ინიციატივას თავდაცვის სფეროში. კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ რამდენიმე ქვეყანასთან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და ლიბიის მთავრობებს, რომ ქვეყნის თავდაცვა კიდევ უფრო განავითარონ“, - განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






