საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს თანამრომლობის გაძლიერებული პაკეტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით საქართველო გადავიდა ნატოს მოკავშირეების თვისობრივად მაღალ ჯგუფში გადავიდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, პაკეტი ითვალისწინებს იმ მიზნების განხორციელებას, რაც საქართველოს გააჩნია, მათ შორის მეტ დაცულობას და უსაფრთხოებას.
„ჩვენ მართლაც ბევრი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ ნატოელი მოკავშირეების. საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რეფორმები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო რეფორმები, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა. მათი შრომის შედეგად მოხდა აღიარება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არის ინტენსიური თანამშრომლობა და ეს თანამსრომლობა იქნა აღიარებულ. ჩვენ გადავედით ნატოს მოკავშირეების იმ ჯგუფში, რომელიც თვისობრივად არის მაღალი. ჩვენ ვართ ფინეთთან, შვედეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, ცალკე ჯგუფში იმ პარტნიორებთან, რომელთა თავდაცვის სისტემა დაახლოებულია ნატოს. ბუნებრივია ეს არის იმ 11 ათასი ჯარისკაცის მიღეწევა, ვინც თავისი გმირობის ფასად საქართველო წინ გასწია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ჩვენი ქვეყნის ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯის გადადგმა. რეალურად, საქართველოს დღეს აქვს თანამშრომლობის მექანიზმები, რომელთა გაღღმავებით საქართველო ნატოს სტანდარტებს მიაღწევს. ეს იქნა ერთმნიშვნელოვნად აღიარებული ჩვენი პარტნიორების მიერ. მესამე მიზანი მდგომარებს არა უბრალოდ ნატოს წევრობისკენ აქტიური ნაბიჯის გადადგმაში, არამედ იმაში, რომ ჩვენ სანამ გავხდებით, ნატოს წევრები მივიღოთ მეტი დაცულობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში. ეს მიზანიც მიღწეული იქნა ამ პაკეტის მეშვეობით. ეს არის კონკრეტული ღონისძიებების რიგი, რომლის ზოგადი ფორმატია - მეტი ნატოს აქტიურობა საქართველოში და მეტი საქართველოს აქტიურობა ნატოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






