ვისკონსინის შტატის საკონსულტაციო ჯგუფი სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრს ეწვია
პოლიტიკა - 20:19, 05 Sep, 2014     1167
სასწავლო ცენტრში საკონსულტაციო ჯგუფი ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შეხვდა. დელეგაციის წევრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და პერსონალს პრეზენტაცია/დისკუსიის რეჟიმში კონსულტაციები გაუწიეს.

შეხვედრა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, დელეგაციამ უკვე გამართა კონსულტაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პერსონალთან და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებები დაათვალიერა. ვიზიტის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სხვადასხვა ასპექტებში საკონსულტაციო დახმარების გაწევა წარმოადგენს.

დღესვე დელეგაციის წევრებმა სასჯელაღსრულების #16 დაბალი რისკის დაწესებულება მოინახულეს და პროფესიული სწავლების კორპუსში სამკერვალო საამქროსთვის განკუთვნილი დანადგარები დაათვალიერეს. დელეგაციის წევრების განცხადებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობს. საკონსულტაციო ჯგუფი ასევე კმაყოფილია იმ პროგრამებით, რომლის დანერგვაც #16 დაწესებულებაში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2014 წლის ივნისში სტუმრობდა.

აღნიშნული ვიზიტები ხორციელდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42