შაშკინი- მსოფლიო ლიდერები ახლა რწმუნდებიან რომ ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობდით
პოლიტიკა - 19:35, 05 Sep, 2014     2408
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტი შაშკინის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები ახლა რწმუნდებიან, რომ რასაც საქართველოს მთავრობა წინა წლებში რუსეთთან დაკავშირებით საუბრობდა სიმართლეა და პროგნოზი რომ საქართველოს შემდეგ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას განახორციელებდა გამართლდა.

„ზუსტად უკრაინის გამო მსოფლიო დღეს ნელ-ნელა ფხიზლდება და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, მსოფლიო ლიდერები ახლა რწმუნდებიან რომ ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლეს და სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზირება სწორია.“- აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინის თქმით მსოფლიოში ახალი პოლიტიკური არქიტექტურა იქმნება და საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას : „ჩვენ გვჭირდება ნატო, რომ ვიყოთ დაცულები იმ ბოროტების იმპერიისგან და იმ ტერორისტული ქვეყნისგან რომელიც ჩვენს ჩრდილოეთით არის და რომლის მსხვერპლიც დღეს არის უკრაინა.

უკრაინაში არ გაჩერდება ამ ბოროტების იმპერიის მატარებელი, მას კიდევ ბევრი გაჩერება ექნება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და ასე შემდეგ.
ამიტომ ამ ახალი პოლიტიკური არქიტექტურის შექმნის გამო ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მიუხედავად იმ პოლიტიკური შეცდომებისა რომელიც არის დაშვებული , ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც წინ წავიდეთ ნატოს ინტეგრაციის კუთხით“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით ნატოსთან პროაქტიული მუშაობა საჭირო „2012 წლის აგვისტოში მე შევთავაზე ნატოს სარდლობას რომ დასავლეთ საქართველოში გახსნილიყო ნატოს სასწავლო ცენტრი, კონკრეტულად ხონში საარტილერიო ბრიგადის გვერდზე, 75% ინფრასტრუქტურის უკვე დასრულებული იყო, სამნწუხაროდ ახალ ხელისუფლებას მიავიწყდა ეს პროექტი, თავდაცვის მინისტრს ერთხელაც არ უხსენებია.

ახლა ნატო თავად გვთავაზობს რომ ეს ბაზა გავხსნათ. მაგრამ თუ ჩვენ პროაქტიურად არ ვიმუშავეთ ესეც არ განხორციელდება. ასევე ჩვენ გვჭირდება რეანიმაცია იმ პროექტების , რომელიც გაჩერებული იყო ორი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ეს არის ანტისაჰაერო საშუალებების მიწოდება, სატვირთო ვერტმფრენების და ანტისატანკო იარაღის მიწოდება, ამ პროექტების რეანიმაცია თუ მოხდება იქნება ძალიან კარგი, ორი წელი უკვე დავკარგეთ“- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42