,,ნაციონალურ მოძრაობას ვპირდებოდით, ბაგა-ბაღს ჩამოვართმევდით“ - დავით ნარმანია
პოლიტიკა - 19:02, 05 Sep, 2014     3174
სამარცხვინოა, რომ ბავშვებს ბაღის შენობა დაატოვებინეს და პოლიტიკური პარტიის ოფისი გახსნეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჩუღურეთში საკრებულოს მაჟიროტარ დეპუტატთან და რაონის გამგებელთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მერია განმარტავს, ბაგა-ბაღი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყო განთავსებული, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუბრუნდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე მდებარე 132-ე ბაგა-ბაღი, რომელიც 6 წლის წინ თბილისის წინა მთავრობამ ე.წ. „ბაღების ოპტიმიზაციის“ ფარგლებში დახურა, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუბრუნა. დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას ბაგა-ბაღის გასაღები სიმბოლურად გადასცა.

როგორც მერიიდან ,,ნიუპოსტს“ აცნობეს, 30 წლის ისტორიის მქონე ბაგა-ბაღი 2008 წელს გაუქმდა, რის შემდეგაც ამ შენობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ოფისი განთავსდა. 1978 წელს გახსნილი ბაღი ყოველწლიურად 150 აღსაზრდელს იღებდა.

უკვე დაწყებულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ბაღის გადაცემის პროცედურები, რის შემდეგაც შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ბაღის აღდგენას სამი თვე დასჭირდება. განახლებული ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყებს და კვლავაც 150-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაგა-ბაღს, სადაც 35-40 ადამიანი დასაქმდება, ძველი დირექტორი უხელმძღვანელებს.

„ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ვპირდებოდით, რომ ჩამოვართმევდით მითვისებული ბაღის შენობას, სადაც მათ წლების განმავლობაში შტაბ-ბინა ჰქონდათ განთავსებული. სამარცხვინოა, რომ ბავშვებს ბაღის შენობა დაატოვებინეს და პოლიტიკური პარტიის ოფისი გახსნეს,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

8 სექტემბერს თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძესთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერიძესთან ერთად, საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

დავით ნარმანიას თქმით, ორშაბათიდან ბაღები 50 000-მდე აღსაზრდელს მიიღებს, საიდანაც დამატებით გახსნილ ჯგუფებში 3000-მდე ბავშვი დაიწყებს სწავლას. მისივე თქმით, დაგეგმილია რამდენიმე ბაღის მშენებლობა, ასევე, არსებული ბაღების შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მეორე სემესტრიდან შესაძლებელი გახდეს ჯგუფების დამატება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, 8 სექტემბერს თბილისის 159-ვე ბაგა-ბაღი მზად არის აღსაზრდელების მისაღებად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42