"კიდევ ერთი დასტური ნატოსგან, რომ საქართველო გაწევრიანების გზაზე დგას“
პოლიტიკა - 18:22, 05 Sep, 2014     604

უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანიამ კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებთან რობერტ ნიკოლსონთან და კარლ ჰაგლუნდთან გამართა შეხვედრები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, უცხოელ კოლეგებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა იყო, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შედეგად მიიღებს. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინის კრიზისსაც შეეხნენ. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს მქონდა ორმხრივი შეხვედრები როგორც პრეზიდენტის ისე მინისტრების დონეზე. ჩემს ფინელ და კანადელ კოლეგებთან დავაყენე საკითხი, რომ ნატო-საქართველოს პაკეტის შესრულების კუთხით ჩაერთონ აქტიურად და მათ მიიღეს ეს წინადადებები. ასევე დაგეგმილია შეხვედრა შვედეთის თავდაცვის მინისტრთან. ერთსულოვანება არსებობს იმაში, რომ საქართველო გამორჩეული თავისი გამოცდილებით ნატო-სთან თანამშრომლობით. ამიტომ დღეს მოხდება ინაუგურაცია, დაიწყება ახალი ფორმატი, რომელიც არის გაძლიერებული შესაძლებლობების ქვეყნისთვის. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის არის ერთადერთი, რომელიც ახალი ფორმატის ნაწილი გახდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩავერთოთ იმ პროცესების დაგეგმარებაში, რომელშიც მხოლოდ წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართული. ეს არის კიდევ ერთი დასტური ნატოსგან, რომ საქართველო გაწევრიანების გზაზე დგას“, - განაცხადა ალასანიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42