საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტთან დაკავშირებით ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ამ პაკეტის სრულად ამოქმედება, ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებას .
„პაკეტის პირველ წინადადებაშივეა ნათქვამი, რომ დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენს ქვეყანას ნატოს წევრობისთვის მომზადებაში. დოკუმენტის დასაწყისშივეა მოცემული წევრობის კონტექსტი. გარდა ამისა, საქართველოში გაიზრდება ნატო-ს პერსონალი. ჩატარდება წვრთნები ნატოს პარტნიორებთან ერთად. არის კიდევ სხვა საკითხებიც. ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, რომ უკეთ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის“, - განაცხადა აპატურაიმ.
ნატო-ს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






