დავით კოდუას ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილი ნოშიკო ნამორაძის მეუღლის ნინო სუთიძის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს აჩერებენ და იარაღის ტარებაზე ამოწმებენ. ამის შესახებ სუთიძე „ფეისბუქზე“ წერს.
"გუშინ საღამოს დამირეკა ჩემმა დამ და მითხრა რომ სახლში იყვნენ მოსულები ჩხრეკის ჩასატარებლად, როდესაც მივედი ძალიან ზრდილობიანად იქცეოდნენ დაათვალიერეს ყველაფერი და წავიდნენ, თეამ ძალიან კარგად მიიღო სტუმრები, ძალიან მოხარული ვარ თუ დაიწყება იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაო, მოკლედ რამდენადაც ვიცი დაიწყება სახლებში შესვლები და გაჩხრეკვები, მერე არ გავიგო ამ ხალხის წუწუნი ძველ დროში დაგვაბრუნესო, თუ გვინდა რომ სიმშვიდე
იყოს ეს უნდა ავიტანოთ, თუმცა ძალიან დიდი სხვაობაა მიშას დროს რომ შემორბოდნენ ბანდიტურად და დღეს რომ მოდიან ძალიან ზრდილობიანად, მადლობა ადამიანური მიდგომებისთვის...
ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამოწმებენ ახალგაზრდებს...
ძალიან ბევრმა მითხრა გუშინ, ქუჩებში აჩერებენ ხალხს, თუმცა ჩვენ ხომ პირველები ვართ ყველაფერში", - წერს სუთიძე.
მასალის გამოყენების პირობები






