კონფერენციაზე განიხილებოდა სამი ძირითადი საკითხი: დამოუკიდებელი სასამართლო, წამების პრევენციის მექანიზმები და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული /დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და უფლებადამცველები, რომლებიც სამხრეთკავკასის რეგიონში მუშაობენ.
“ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან თანამშრომლობა, რადგან ეუთო არის ერთ - ერთი ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მნიშველოვან როლს ასრულებს იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობს, კანონის უზაენაესობის და ხელშეწყობის კუთხით. ეს სემინარი საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ამ შეხვედრის შედეგი კი იქნება ის, რომ დაიდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც იმედი გვაქვს რომ მხედველობაში იქნება მიღებული. ასევე მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, იქნებ საქართველოს მთავრობამ დააყენოს დღის წესრიგში ეუთოს საქართველოში დაბრუნება, რადგან მათ საკმაოდ საინტერესეო პროექტები ქონდათ დაგეგმილი, რისი განხორციელებაც ვერ მოხდა და ჩვენთვის ეს ძალიან სასრგებლო იქნება“, - განაცხადა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობა“ პროექტების მენეჯერმა, სიმონ პაპუაშვილმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმაძღვანელი, კახა კოჟორიძე, რომელმაც აღნიშნული ღონისძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეაფასა.
„განიხილება ის საკითხები, რაც პრობლემური იყო და არის წლების განმავლობაში ჩვენს რეგიონში , სამივე ქვეყანაში. საქართველოში დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით, ვფიქრობ არის უკეთესი მდგომარეობა, თუმცა გამოწვევები არის დღესაც, მიუხედავად იმ პოზიტიური ძვრებისა , რაც სასამართლო სისტემაში არსებობს“, განაცხადა კოჟორიძემ.
როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა , ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, აგიტ მირზოევმა განაცხადა მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც წლის ბოლოს წარდგენილი ქინება
„შევეცდებით მოვამზადოთ რეკომენდაციები, რომლებიც წარდგენლი იქნება შევიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ეუთოსთვის. არის ადამიანის განზომილების ფორმატი, ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ რეკომენდაციების გაწევას და ამათ ადვოკატირებას“, განაცხადა აგიტ მირზოევმა.
ორდღიანი კონფერენცია სამუშაო რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ მოესმინათ გამომსვლელთა საუბრები და ასევე და ემუშვათ ჯგუფებში.
ცნობისთვის, 2014 წელს ეუთომ დაგეგმა ოთხი რეგიონალური სემინარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის: ბელგრადში,ვენაში,დუშანბეში და თბილისში.
შეხვედრების შედეგები შეჯამებული იქნება რეკომენდაციების პაკეტში, სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციისთვის, რომელიც გაიმართება პარალელურად მინისტრთა საბჭოს სხდომაზე შვეიცარიაში, ქ.ბაზელში,2014წ.დეკემბერში.
მასალის გამოყენების პირობები






