საქართველოს მთავრობამ რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების პაკეტი დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.
თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით საქართველოს სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გასცეს არა დამამცირებელი, არამედ ღირსეული ოდენობის ფულადი კომპენსაცია. იუსტიციის მინისტრის თქმით, შეუძლებელია, რაიმე თანხამ რეპრესირებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს აუნაზღაუროს ის არაადამიანური ტანჯვა, რაც მათ მიადგათ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სასამართლოს მიერ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გასაცემი თანხის ოდენობას. იმას, თუ რა თანხა უნდა გაცემულიყო რეპრესირებულზე, სასამართლო წყვეტდა. სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკით, კომპენსაციის ოდენობა 200-იდან 500 ლარამდე მერყეობდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, რეპრესირებულთათვის გასაცემი კომპენსაცია არ შეიძლება 1000 ლარზე ნაკლები იყოს და ის 2000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თანხის კონკრეტული ოდენობა კი მათი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რეპრესირებულთა მიმართ განხორციელებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმითა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით განისაზღვრება, თუმცა, ის 1000 ლარზე ნაკლები არ იქნება.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი მოიცავს, ისაა, რომ რეპრესირებულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, ქუთაისის სასამართლოსაც მიმართონ. მოქმედი ნორმით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სარჩელებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, რაც დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრებთ დამატებით სირთულეებს უქმნიდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების შედეგად, რეპრესირებულთა სარჩელების განხილვის უფლება ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაც ექნება.
კანონი საქართველოს იმ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ − დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა