"ზღაპრები ბატონ ბიძინაზე და მის მსახურ რესპუბლიკელებზე" - კახა ბენდუქიძის ჩანაწერი
სოც.მედია - 13:29, 05 Sep, 2014     5226

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ყოფილ პრემიერზე ჩანაწერს აქვეყნებს, სახელმწოდებით „ზღაპრები ბატონ ბიძინაზე“.

„იყო და არა იყო რა, ბატონ ბიძინაზე უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ ერთი რესპუბლიკელები. რესპუბლიკელები, როგორც ბევრი სხვა, ბატონი ბიძინას კარზე მსახურობდნენ. ბატონ ბიძინას იმდენი ჭკუა... ჭკუა კი არა... იმდენი ქარიზმა... ქარიზმა კი არა, იმდენი შემართება... არც შემართება... ჰო იმდენი ფული ჰქონდა ძნელი იყო არ გემსახურა. ოღონდ ეს რესპუბლიკელები განსაკუთრებული მსახურები იყვნენ, ფეხსაცმელსაც ულოკავდნენ ბატონ ბიძინას, კუდსაც უქიცინებდნენ და თვალებშიც შესციცინებდნენ ოღონდ სულ ამბობდნენ: ჩვენო ფეხსაცმელს რომ ვულოკავთ ყველაზე ჭკვიანური სახით ვულოკავთ, კუდსაც ყველაზე ჭკვიანური სახით ვუქიცინებთ და თვალებში შეციცინებაც ჩვენზე ჭკვიანური სახით არავინ იცისო. კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდათ რესპუბლიკელებს, დადიოდნენ ბატონი ბიძინას მინის სასახლეში და ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართო, იმდენი უჩურჩულეს რომ ბოლოს თავადვე დაიჯერს თავის სიჭკვიანის ამბავი. ერთხელაც შეარჩიეს რესპუბლიკელებმა თავისი წიაღიდან სიჭკვიანით მეორე კაცი (სინამდვილეში იქ სიჭკვიანით ყველა მეორე იყო, ერთის გარდა, რომელიც მესამე იყო) გამოუშვეს და ჯადოსნური ყუთით ათქმევინეს, აიო ჩვენ რადგან ყველაზე ჭკვიანები ვართ ყველას დაგასწარით და ვამბობთ რომ თითქმის ყველა მაჟორიტარულ უბანზე რესპუბლიკელები იქნებიან კანდიდატები და გვიყარეთ აწი კაკალიო. ეს რომ ბატონმა ბიძინამ შეიტყო დაიბარა რესპუბლიკელები მინის სასახლეში და... არავინ იცის რა უქნა, ერთი კია მას შემდეგ რესპუბლიკელები შეცბუნებული სახით დადიან და ერთთავად ამას გაიძახიან: როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს ისე იქნება, როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს ისე იქნებაო“, - წერს ბენდუქიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42