საშიში წყალი - კაზრეთში პრობლემა ისევ მოუგვარებელია
პოლიტიკა - 12:03, 05 Sep, 2014     1471

დაბა კაზრეთის ორ საცხოვრებელ კორპუსში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლოებას, ონკანიდან წყალს ნუ დალევენ, ვიდრე, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შესაბამის ზომას არ მიიღებს. წყალმომარაგების კომპანიაში კი ეჭვი ეპარებათ, რომ კაზრეთში სასმელი წყალი საშიშია. კომპანია კვლევას დამოუკიდებლად აწარმოებს და მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას ერთი კვირის შემდეგ მოაწვდის.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს" სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახა სოხაძის განცხადებით კი, სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ბოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ამდენად სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, წყალი ქიმიური შემადგენლობით პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო დაბა კაზრეთის N157-ე კორპუსსა და პირველი მიკრორაიონის N97/3-ე კორპუსის მოსახლეობას ურჩევს, არ გამოიყენონ წყალი სასმელად, სანამ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

„რეზონანსთან“ საუბარში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური დეპარლამენტის უფროსი ზაზა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ კაზრეთში წყლის კვლევა უკვე დაწყებულია და 1 კვირაში გახდება ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა იქ არსებული სასმელი წყალი.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42