არასამთავრობო ორგანიზაცია"მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებულ მდგომარეობაზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია და საქმე გვაქვს პროვოკაციულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც საზოგადოების დეზინფორმირებაა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ არასამთავრობო ორგანიზაციაში "მოქალაქე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ „მოქალაქის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის სახელით ინფორმაცია გავრცელდა. ტექსტში ყოფილი პრემიერი ახლანდელი ხელისუფლების წევრებს აკრიტიკებდა.
მასალის გამოყენების პირობები






