საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს დადებითად აფასებს. პრემიერის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო მიაღწევს პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით:
„ჩვენი დელეგაცია, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ ნატო-ს უელსის სამიტზე, ძალიან ღირსეულად გამოდის, დღეს დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს იმას და შეფასდება ყველა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და რაც მთავარია, ჩვენ აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოსთან და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვიჩნდება იმისათვის, რომ უფრო მეტად გნვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და უსაფრთხოდ ვიყოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






