უელსში ნატოს სამიტი გრძელდება, მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და მინისტრებს ორმხრივი შეხვედრები აქვთ დაგაგმილი. განიხილება ის შეთავაზება, რომელიც საქართველომ ალიანსისგან მიიღო, ასევე რეგიონში შექმნილი ვითარება.
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პირველ პირთან, ბულგარეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან გამართავას მოლაპარაკებებს.
სამიტს კარნეგის ცენტრის ექსპერტები აკვირდებიან. მათი განცხადებით, მსოფლიო 2008 წელს უფრო კრიტიკურლი რომ ყოფილიყო რუსეთის მიმართ, ამჟამად იგი ამდენს ვეღარ გაბედავდა:
„ამჟამად დინამიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ საქართველოს მისცეს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასე რომ საქართველო უნდა დაკმაყოფილდეს იმ ტექნიკური პაკეტით რაც ახლა შესთავაზეს. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ის ევროკავშირმა მიიღო. ნატო-მ კი მხოლოდ თანამშრომლობა შეაჩერა რუსეთთან, ამ დრომდე ვლადიმერ პუტინის ქმედებებში ცვლილებები სანქციებმა ვერ შეიტანა, ამიტომ, ევროკავშირი მიღებული ზომების გამკაცრებაზე მსჯელობს, ამერიკლებმა და ევროპელებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ უკრაინისათვის არ იომებდნენ, ნატო კი ორიენტირებულია მეხუთე მუხლზე და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს უკრაიანს. ალიანსს მეხუთე მუხლის გააქტიურება შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც წევრები არიან“, - აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






