გაიხარე, გამახარე, ჩემო მოკავშირე ნატო! - ალექსი პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 20:17, 04 Sep, 2014     1739
„რამდენი თვე, რამდენი დღე გვესმოდა ჯერ ნატოს სამიტი, მერე ნატოს უელსის სამიტი. ადგილს რა ჰქვია ზუსტად? კარდიფი, ნიუპორტი? დიახ, ნიუპორტი. არც მეტი არც ნაკლები, ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქი. გემოვნებიანი ხალხია ქუთათურები. დასაძმობილებლადაც კარგი ხალხი შეურჩევიათ და ალბათ წინაც იხედებოდნენ თავის დროზე, დიდი ამბები მოხდება ერთხელ ნიუპორტშიო. კი ბატონო! დიდი დღეებია უელსში მსოფლიოსთვის, ნატო-სა და საქართველოსთვის.

ნათქვამია მეგობრობა გზად და ხიდადო, ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო. უკრაინას ვუდგავართ ყველა გვერდში! ჩვენი, ქართველების გული და გონება უკრაინელ ძმებთან არის!

მხარდამხარ ვომობთ ავღანეთში, ISAF-ის სამიტი დაიწყო და გული სიამაყით ამევსო, ჩვენი დროშა რომ გამოჩნდა. მადლობა ჩვენს ბიჭებს! მადლობა მთელი ნატო-სგან! პატივი და დიდება ბრძოლაში დაღუპულებს!

დღეს და ხვალ ბევრი ცხელი თემა განიხილება! ცხელი და მძიმე! მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი საკითხი ცხელი არაა! სამაგიეროდ გამორჩეულია! რომ არ გეგონოთ , რას ბაქიბუქობს ეს კაციო, ფაქტებს გეტყვით: ყველა ჩვენს სამხედროებს აქებს, ყველა შეხვედრაში მარტო ჩვენ ვმონაწილეობთ, თანამშრომლობის პაკეტიც ჩვენი მსგავსი არავის აქვს, გარდა ამისა, "ოქროს გუნდშიც" ვართ და კიდევ ამ დღეებში რაღაც გაგიხარდებათო!

კი ბატონო! გაიხარე, გამახარე, ჩემო მოკავშირე ნატო!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42