ხვალ, ვისკონსინის შტატის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა ჯგუფი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს.
როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯგუფის წევრები სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდებიან, მათ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და ცენტრის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს გაუწევენ.
შეხვედრა გაიმართება ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც აღნიშნული ხუთკაციანი ჯგუფი 1-12 სექტემბერს საქართველოში ახორციელებს და რომლის მიზანსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სხვადასხვა ასპექტებში საკონსულტაციო დახმარების გაწევა წარმოადგენს.
მიმდინარე წელს ეს მეორე საკონსულტაციო შეხვედრაა, რომელსაც ამერიკელი ექსპერტები INL-თან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო ცენტრში განახორციელებენ.
ღონისძიება ხვალ 10:00 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გაიმართება, მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კმ.
მასალის გამოყენების პირობები






