„ნატო–საქართველოს პაკეტი ალიანსის წევრებთან პრაქტიკულად შეთანხმებულია “, - ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო–ს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„პაკეტი ითვალისწინებს, რომ საქართველოში გაიხსნას ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნიან ნატო–ს სამხედრო ექპერტთა ჯგუფს, რომელიც შემუშავებული პაკეტის განხორციელებას გაუწევს კონტროლს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ნატო თანხმდება, რომ თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, რათა საქართველოს ჰქონდეს ის საშუალებები, რითაც მან აგრესიის შემთხვევაში თავი უნდა დაიცვას. გვითხრეს, რომ შემუშავებულია და დიდი იმედია დამტკიცდება, რომ საქართველო ახალ ლიგაში გადადის“,– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






