უნდა დავასრულოთ ,,გაგებით მოკიდების“ და შურისძიების პოლიტიკა
პოლიტიკა - 16:41, 04 Sep, 2014     3629
ქვეყანა დანაშაულის და უვიცობის კერად იქცა, სადაც წინსვლას და განვითარებას გასაქანი აღარ აქვს. ტერიტორიებს ვკარგავთ, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და საქონელივით ჰყიდიან, ინვესტორები გარბიან, ეკონომიკა ნადგურდება, დასაქმების ნაცვლად ხალხს დევნიან და უმუშევრობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღება ხალხს არ ძალუძს და პენსია არ გაზრდილა. აღარაფერს ვამბობ გაჩერებულ იუსტიციის სახლებზე და მიჩქმალულ ინფორმაციაზე, დაპირებულ ტექდათვალიერებაზე რაც კორუფციის ახალ წყაროდ იქცევა, ისევე როგორც საბაჟო.

აი, ეს მოაქვს კრიმინალების რევანშს, განუკითხაობას, დევნასა და უვიცობას. დროა დავამთავროთ ბოროტების პოლიტიკა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება მხოლოდ. დროა შევცვალოთ რეალობა და წერტილი დავუსვათ პუტინის დირექტივების შესრულებას. არ გვაქვს იმის დრო და უფლება ველოდოთ როდის დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს რუსი ვაჭრის მოთრეული რამდენიმე გაბოროტებული უვიცი. ყველამ დაინახა თუ რისი მოტანა შეუძლია შურისძიებას და უცოდინრობას. მთავრობის მოწოდებები მხოლოდ შუღლის გაღვივებას ემსახურება და ეს უნდა დავასრულოთ, უნდა დავასრულოთ მოსახლეობის წაკიდების და ერის დახლეჩის, „გაგებით მოკიდების“, კორუფციისა და შურისძიების პოლიტიკა.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ხალხი ვერ მოეკიდება გაგებით სისხლიან გარჩევებს, ვერ შეეგუება სიღარიბეს, ვერ გახდება მონა რადგან თავისუფლებისთვის საკმარისზე მეტი გაიღო.

უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი იმატებს და არ შეიძლება ქვეყანა რამდენიმე კორუმპირებულ ბოროტმოქმედს მივანდოთ.

გამოსავალი ერთია, გამოვიდეთ და ყველამ ერთად გადავჭრათ პრობლემა.

მუხრან ბურჭულაძე

,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42