ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში
პოლიტიკა - 16:18, 04 Sep, 2014     3720

თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებში სამსახურში მიღების საკითხები. სულ უფრო ხშირად ისმის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში კონკურსი უსამართლოდ ჩატარდა და სამსახურში მიღებული იქნა თანადმებობისათვის შეუფერებელი ადამიანი.

რეფორმატორთა კლუბში მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებასთან ერთად, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული დასაქმების პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა. კერძოდ:

• ზოგადი წესის შესაბამისად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონსკურსის საფუძველზე. ჩვენი აზრით, პრობლემას იწვევს კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც უკონკურსოდ სამსახურში ადამიანის მიღება დროებით მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია 3 თვის ვადით, ზოგიერთ შემთხვევაში ერთი წლის ვადითაც. ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, კონკურსის დროს, რომელსაც ატარებს სამსახური, სხვებთან შედარებით აშკარა პროფესიული და პიროვნული უპირატესობა ექნება იმ კანდიდატს, რომელიც მანამდე მუშაობდა კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ კონკურსის ჩატარებას აზრი ეკარგება, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევებში გაიმარჯვებს უკვე დანიშნული პირი, რომელიც თავიდანვე დროებით მოვალეობის შემსრულელად უკონკურსოდ იქნა მიღებული.

კონკურსი მაშინ იქნება სამართლიანი, როდესაც ყველა მონაწილე კანდიდატს ექნება თანაბარი საშუალება გამოავლინოს თავისი ცოდნა და უნარჩვევები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საჯარო სამსახურში თუნდაც დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ვაკანსიაზე დანიშვნა განხორციელდეს კონკურსის წესით.

ასევე აუცილებელია კონკურსის სავალდებულოობის დაწესება მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, რათა კარიერული წინსვლის სამართლიანობა იქნას უზრუნველყოფილი.

• ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს ინსიტუტის გადახედვა. დღეს მოქმედი რეგულაციებით, საბჭოს ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ხოლო საბჭოს მდივანს - ბიუროს უფროსს ერთპიროვნულად თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საბჭოსა და ბიუროს ფუნქციები ძირითადად სარეკომენდაციო, ანალიტიკური ხასიათისაა, კონკრეტულ უფლებამოსილებებს შეიძლება მივაკუთვნოთ მხოლოდ რომელიმე საჯარო სამსახურში კონკურსის გამოცხადების შესახებ ინტერნეტში ცნობის გავრცელება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარმოდგენის კონტროლი.

რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების გაზრდა კონკურსებთან მიმართებაში: მაგალითად ბიუროს ჰქონდეს წარმოამდგენლობები რეგიონებში, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი სამსახურების მიერ ორგანიზებულ კონკურსებში; შეძლებისდაგვარად დადგინდეს კრიტერიუმები, რომლითაც კონკურსის მონაწილეებს მიეცემათ უფლება გაასაჩივრონ კონკურსის შედეგები.

საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს დეპოლიტიზაციის მიზნით, მისი დაკომპლექტების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს საქართველოს პარლამენტს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ერთის მხრივ გაიზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა ზოგადი კომპეტენცია და საქმიანობის ხარისხი, მეორეს მხრივ დაიწყება საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის დეპოლიტიზაცია.

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42