,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს. გიორგი ხაბურძანია, რომელიც მერიაში 2009 წლიდან მუშაობს, არ აპირებს განცხადების დაწერას და აცხადებს, რომ პროფესიონალიზმე საუბარი არ ყოფილა, მიზეზად კი ,,ზემოდან“ მითითება სახელდება.
,,დამიბარა უფროსის პირველმა მოადგილემ პირველად გასულ ხუთშაბათს და მითხრა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ იმის გამო, რომ გუნდი მიდის და გუნდი მოდის. შესაბამისად, ჩემი მხრიდან მოჰყვა ასეთ რეაქცია, რომ ,,გუნდი მიდის, გუნდი მოდის“ ჩემს არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს ხაზს არ უსვამდა და ეს არგუმენტი მიუღებელი იყო ჩემთვის. ეს არის საჯარო სამსახური და მე აქ ვმუშობ წლების განმავლობაში 2009 წლიდან და ვაპირებდი მუშაობას მომავალშიც. აქ საუბარი არ ყოფილა ჩემს პროფესიონალიზმე, განმიცხადეს, რომ ,,ვერ ვიმუშავებთ შენთან ერთად იმიტომ, რომ შეიძლება ინფრომაცია გაიტანო სამსახურის შესახებ“. ეს არის საჯარო სამსახური და რას ნიშნავს ინფორმაციის გატანა? ის, რაც კეთდება ჩვენს სამსახურში არის საჯარო და რა ინფორმაციას გულისხმობდა უფროსის მოადგილე დავით მედულაშვილი ვერ გეტყვით. მან წინ დამიდო გამზადებული განცხადება და შემომთავაზა, რომ ხელი მომეწერა და წავსულიყავი სამსახურიდან. მან მითხრა, რომ ზემოდან მაქვს დავალება და უნდა წახვიდე, რადგან ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთო. მე განვუცხადე, რომ არ ვაპირებ განცხადების დაწერას, რაზეც მიპასუხეს, რომ თუ განცხადებას არ დაწერ, მაშინ ბრძანებით გაგიშვებთო. ეს იყო მიზეზი და ჩემს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე არგუმენტები არ დასახელებულა“, - აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში გიორგი ხაბურძანია.
რაც შეეხება ირაკლი კვარაცხელიას, მისი განმარტებით, მერიის ზედამხედველობაში განთავისუფლების მიზეზად არაპროფესიონალიზმი არ დასახელებულა. როგორც კვარაცხელია ,,ნიუპოსტთან“ ჰყვება, მას მადლობაც გადაუხადეს კარგი მუშაობისთვის, თუმცა განუცხადეს, რომ მისი ადგილი მერიაში არ არის. კვარაცხელიას თქმით, განცხადებების იძულებით დაწერის პროცესი უცხო პირების, სავარაუდოდ, ,,სუსის“ თანამშრომლების თანდასწრებით ხდება.
,,მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა თანამშრომლებზე, დაახლოეთბი 45 კაცს უკვე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, აქედან 10-მა დაწერა. ეს ზეწოლის პროცესი მიმდინარეობს ვიღაც უცხო ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც სავარაუდოდ არიან ,,სუსის“ თანამშრომლები. მე არ ვაპირებ განცხადების დაწერაზე, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა, ვმუშობ 2006 წლიდან და აქ მარტო მე არ ვარ, უამარავი ადამიანია ჩემთან ერთად და არ მინდა, რომ ყველა ერთად გაუშვან ერთი ხელის მოსმით და მოვიდეს არაპროფესიონალების გუნდი, ჩვენ ვცდილობთ სამართლებირვად დავიცვათ თავი. ჩემს შემთხვევაში მათ მიზეზად არაპროფესიონალიზმი არ დაუსახელებიათ, პირიქით, მითხრეს, რომ ძალიან კაგი თანამშრომელი ვარ,დიდი მადლობა მითხრეს იმისთვის, რაც ადრე მიკეთებია, თუმცა ეხლა მეუბნებიან, რომ ჩემი ადგილი არ არის მერიაში“, - აცხადებს ირაკლ კვარაცხელია.
თბილისის მერიიდან თანამშრომლების იძულებით გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქალაქის მთავრობაში ეხმაურებიან. მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თანამშრომლების იძულებით გათავისუფლებაზე არსებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამაება და უწყებაში თანამშრომლების შერჩევა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით ხდება:
„თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში ვეღარ იმუშავებენ არაპროფესიონალი თანამშრომლები. რომლებიც ხელმძღვანელების მიერ მიცემულ ელემენტარულ დავალებასაც კი ვერ ასრულებენ. რაც შეეხება ათასობით თანამშრომელს, რომელიც კვალიფიციურად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ასეთი ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას.
ამავდროულად, კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება ატესტაცია, რომლის საშუალებითაც დაკომპლექტდება მერიის სამსახურები. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დანიშვნას, მათი შერჩევა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მოხდება“, - აცხადებენ მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები






