რისი პირობა მისცა გიორგი მღებრიშვილმა უჩა ნანუაშვილს
პოლიტიკა - 15:41, 04 Sep, 2014     1456

გიორგი მღებრიშვილსა და სახალხო დამცველს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პირობა დადო, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს საქმიანობის განხორციელება სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში შეეძლებათ.

„როდესაც მინისტრის პოსტზე მოვედი, ჩემი პირველი განცხადება იყო, რომ მჭიდრო და აქტიური ურთიერთობა მექნებოდა სახალხო დამცველთან და მის აპარატთან, რათა ერთად მოვერიოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენს წინაშე დგას. პირობას ვდებ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეუფერხებლად შეეძლებათ თავიანთი საქმიანობის განხორციელება სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში", - განაცხადა მინისტრმა.

შევედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სახალხო დამცველმაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისტემაში არსებულ ყველა აქტუალურ და პრობლემურ საკითხს.

„შეხვედრაზე იყო გაცნობითი ხასიათის და საუბარი შეეხო ჩვენს რეკომენდაციებს, რომელიც ეხება კონკრეტული პირების მიმართ არსებულ მდგომარეობას, რამდენიმე პატიმართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხს. ვისაუბრეთ ზოგადად უსაფრთხოების საკითხზე. უნდა გაძლიერდეს პატიმართა სიცოცხლის დაცვა და ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის პროცესი. საუბარი შეეხო მე-7 დაწესებულებას, რომელში არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება. ასევე, განვიხილეთ ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება მონიტორინგის გაძლიერებას - საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩვენი წარმომადგენლებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების დაშვებაზე", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42