თბილისის მერიიდან თანამშრომლების იძულებით გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქალაქის მთავრობაში ეხმაურებიან. მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თანამშრომლების იძულებით გათავისუფლებაზე არსებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამაება და უწყებაში თანამშრომლების შერჩევა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით ხდება:
„თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში ვეღარ იმუშავებენ არაპროფესიონალი თანამშრომლები. რომლებიც ხელმძღვანელების მიერ მიცემულ ელემენტარულ დავალებასაც კი ვერ ასრულებენ. რაც შეეხება ათასობით თანამშრომელს, რომელიც კვალიფიციურად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ასეთი ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას.
ამავდროულად, კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება ატესტაცია, რომლის საშუალებითაც დაკომპლექტდება მერიის სამსახურები. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დანიშვნას, მათი შერჩევა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მოხდება“, - აცხადებენ მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები






