,,გაფრთხილებთ: საქართველოდან ახლავე აახვიეთ..“ - გივი თარაგამაძე ,,ბორია ივანიშვილს“
სოც.მედია - 14:27, 04 Sep, 2014     11969
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და საქართველოს დატოვებას ურჩევს.

,,მინდა მივმართო რუს ოლიგარქ ბორია ივანიშვილს: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კასტისთვის კლასიკური ინსინუაციებისა და ფოკუსების ხარჯზე, ჩვენი შეცდომების გამოყენებით და არამზადული ხერხებით დაეუფლეთ არა მარტო ხელისუფლებას, როლიდანაც, პასუხისმგებლიმობის აცილების მიზნით, სასწრაფოდ გაკურცხლეთ და თქვენი დატოვებული მთავრობის სრული კონტროლის ყველა ბერკეტი დაიტოვეთ, რაც არის კიდეც ოლიგარქიული, და არა ქართული ოცნების აღსრულების ნამდვილი მოტივაცია; თქვენს "მენცარულ" რეალობაშო მიგაჩნიათ რა, რომ ამ ქვეყნის არსიყვარულის გარემოში გაქვთ უფლება, მასზე და მის მოქალაქეებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ, სრული იბმეცილიზმის ფონზე ქართველებზე მასწავლებლად ჩათვალოთ თავი და თქვენი სტაფილოს წვენის პათოლოგიის გამოხტომების მიხედვით მართოდ ქვეყანა, გიცხადებთ: თქვენ ხართ სრული არარაობა, რომელსაც მხოლოდ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში შეიძლება ჰქონდეს თქვენივე გამოგონილი ავტორიტეტი; რეალობაში ბრძანდებით თქვენი რუსული სისხლიანი ფულისა და პუწინის პროვინციელი, გონებაშეზღუდული მონა, რომელმაც, მხოლოდ კონკრეტულო მომენტუმისა და ოკუპანტის მხარდაჭერის ხაჯზე მოიპოვეთ საქართველოზე სრული კონტროლი. გაფრთხილებთ: სიტუაციას იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ თქვენს მიერ მოტყუებულმა ხალხმა შუაზე გაგგლიჯონ. ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი ვითომ პიროვნების არარაობა ადამიანებს თვალნათლივ დავანახო, რაც, საბოლოოდ, თქვენი და თქვენს მიერ გამოგონილი უნიათო არამზადათა მთავრობის ქვეყნის სხეულიდან ჩამოცილებას განაპირობებს. ეს ასე მოხდება და ნუ შეეცდებით ჩემს, როგორც პუწინის ძებნილის, მის საამებლად და თქვენი თავის გადასარჩენად დაპატიმრებას, რაც პროცესს მხოლოდ დააჩქარებს. მიიღეთ საღი გადაწყვეტილება და საქართველოდან ახლავე აახვიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე დიდ ხანს მოგიწევთ იმ საკნებში თქვენი უაზრო წლების გატარება, რომლებსაც, თქვენი მშიშრობისა და ვითომ რაიმედ არსებობის გამო, ჩემი მეგობრები ამაგრებენ. პირობას გაძლევთ, არ ვბაქიბუქობ და ნამდვილად გამოგიყვანთ წირვას, უნიათო და არარაობავ, რუსო ოლიგარქო!“, - წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42