მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც საქართველო უელსის სამიტზე მიიღებს - რასმუსენი-მარგველაშვილის შეხვედრა
პოლიტიკა - 13:55, 04 Sep, 2014     1988

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. ანდერს ფოგ რასმუსენმა, უპირველესად, გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს.

შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42