„მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება, თუმცა სტალინის ბავშვობაზე სასაუბროდ - არა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ არავის მოუტანა სარგებელი, მათ შორის არც რუსეთს.
„ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ საკითხებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას რუსულ მხარესთან ერთად იმ გზავნილით, რომ ჩვენ მართლა არ გვესმის, რატომ ახორციელებს ბირთვული სახელმწიფო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. რა თქმა უნდა, წავალ მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქშიც, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. მაგრამ თუ ჩვენ მაგალითად, სტალინის ბავშვობაზე ვისაუბრებთ, არა მგონია, რომ ასეთი საკითხები პრეზიდენტების დონეზე უნდა განვიხილოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






