"ოქრიკას" დედა ლაშა მახარაძის პანაშვიდზე მისვლას ცდილობდა"
სოც.მედია - 13:06, 04 Sep, 2014     11129

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი თეა ფირცხალავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ გიორგი ოქრიაშვილის(ოქრიკას) დედა ცირა გოდერძიშვილი ოჯახში პანაშვიდზე მისვლას ცდილობდა. მისი ინფორმაციით, ის ლაშა მახარაძის მეგობრებმა ამოიცნეს და სახლში არ შეუშვეს.

„ორმაგად შოკირებული დავბრუნდი გაუბედურებული ოჯახიდან. მკვლელი აღმოჩნდა ჩემი (აწ უკვე ყოფილი) ფბ მეგობრის შვილი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც სააღდგომოდ გამოვიდა ციხიდან – პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალებით (და არა ამნისტიით).

საინტერესოა, რას ფიქრობდა მკვლელის დედა, როდესაც აკლებული ყავდა მასმედია და სოციალური ქსელები და "მისი უდანაშაულო და გაწამებული შვილის" გამოშვებას ითხოვდა...

მინდა აქვე ბოდიში მოგიხადოთ, რადგან არაერთხელ მეც გავიზიარე ამ ქალის დარდი, ხელისუფლებას მოვუწოდე მისი ციხიდან გამოშვება, ისე, რომ არც კი ვიცოდი ამ დედაკაცის შვილის ციხეში ჯდომის მიზეზი... არადა, ისე იცავდა შვილს, რომ მეუხერხულა მეკითხა, რის გამო იჯდა მისი „ვაჟკაცი“...

ასეთ შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ...

ან რას ფიქრობდა ეს ქალი, როდესაც მკვლელის დაცვას გვთხოვდა? კარგად იცით, რომ ჩემი 17 წლის გმირი ვაჟი, ჩემი ირაკლი, ჩემი ცხოვრების აზრი და იმედი – უცხო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა, მაგრამ იმავე ირაკლის გეფიცებით, რომ მითხრან, ხვალ გაგიცოცხლებთ, ოღონდ ერთ ადამიანს (მეგობარზე რომ აღარაფერი ვთქვა) მოკლავსო, უარს ვიტყვი, ან ჩემივე ხელით მოვკლავ...

ვინც მიცნობს, იცის, რომ სიმართლეს ვამბობ! და კიდევ უარესი რამ მოხდა დღეს...

პანაშვიდზე რომ ვიყავი, უცებ ჩოჩქოლი ატყდა... და იცით რატომ? ეს უტიფარი ქალი უბედურ ოჯახში მოვიდა, ალბათ სიტუაციის დასაზვერად. უკითხავს, რა მოხდაო :(((

ბიჭებმა ამოიცნეს და გააგდეს... არადა პოლიცია ერთი საათის წასული იყო მისი სახლიდან და კარგად იცოდა, რაც მოხდა და ისიც, რომ მისმა ნაძირალა შვილმა კიდევ ერთი მეგობარი გამოასალმა სიცოცხლეს... ითქვა, რომ ამ არაკაცს კიდევ ერთი მეგობარი დაუჭრია სასიკვდილოდ 2 თვის წინ და ბედად, ის ბიჭი გადარჩენილა... დამნაშავე კი არავინ დაიჭირა :((((( შორს ჩემგან ვერაგო დედაკაცო... შენი სახელის ხსენებაც კი მზარავს... შენი გაზრდილი შვილი სხვანაირი როგორ იქნებოდა?! სირცხვილი შენ!!!“, - წერს ფირცხალავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42