"ვცდილობთ დავუმტკიცოთ, რუსეთისთვის რომ ჩვენ ვართ ახალი შესაძლებლობა"
პოლიტიკა - 11:15, 04 Sep, 2014     1950

„სტაბილური უკრაინა და სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა რუსული ბიზნესისა და მოსახლეობისათვის, რათა ჰყავდეთ უკეთესი მეზობლები.

"ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩართულობაზე ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩართულობაზე ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქმედებებზე, რომლებიც შექმნის უფრო დადებით გარემოს ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისათვის და უფრო მეტიც, რუსეთისათვის, რადგან, მე ვფიქრობ და ეს არ არის ძნელად გასაგები მეცნიერული საკითხი, რომ სტაბილური უკრაინა, სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს. ეს არის შესაძლებლობა რუსული ბიზნესისა და მოსახლეობისათვის, რათა ჰყავდეთ უკეთესი მეზობლები, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა იყოს მეგობრული და არა ჰქონდეთ სამხედრო მიზნები მის წინააღმდეგ, არ ქმნიდნენ საფრთხეს ამ ქვეყნისათვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის პრობლემები არ წყდება საქართველოსა და უკრაინის ან სხვა რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიით.

"ამ ქვეყნების დამოუკიდებელი არჩევანი ემსახურება მეტი დაცულობისა და სტაბილურობის იდეას, ხოლო ევროპისა და ნატო-ს მოქმედებებს რუსეთისთვის სირთულე არ შეუქმნია. შეიძლება პირიქითაც ითქვას - ბალტიისპირეთის ქვეყნები ამის შესანიშნავი მაგალითია, ეს არის რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი. ამ ქვეყნებთან რუსეთს აქვს არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა, არამედ აკავშირებს პარტნიორობა ნატო-ს გარკვეულ რთულ სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, პროექტებთან, რომლებიც ეხება ალიანსსაც და რუსეთსაც. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, ასევე პოლიტიკოსებს რუსეთის ფედერაციიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ არ ვქმნით საფრთხეს, არამედ ჩვენ ვართ ახალი შესაძლებლობა მათთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42