"ჩემი სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მახარაძის მეგობრებთან ადვოკატები შეუშვეს"
სოც.მედია - 10:40, 04 Sep, 2014     8447

თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ლაშა მახარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

„ცოტა ხნის წინ დამირეკეს "ქრონიკიდან", მახარაძის მკვლელობის შესახებ ჩაგწერთო. ვთქვი უარი. ჟურნალისტი ნორმალური ადამიანი ჩანდა, თუმცა მაინც გარკვეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ათასნაირი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს, შევაჯამებ გუშინდელ ფსიქოზს: გარდაცვლილის მეგობრები მიყავდათ დაკითხვაზე და კარგა ხანს მათთან არ იყვნენ ადვოკატები, პოლიციელებმა დაარღვიეს წესები, იქცეოდნენ ცუდი ტრადიციისამებრ, რამაც ამ ხალხში გამოიწვია შიში, მეგობრებს დაგვიარესო და მკვლელის მეგობრები ჯერ არცერთი არ დაუკითხავთო, შიშმა გამოიწვია ძალიან ცუდი და დამაზიანებელი ლაპარაკი, რათქმაუნდა, განსაკუთრებით მინისტრის წინააღმდეგ და გამოითქვა ვარაუდები, რომ მკვლელისთვის უნდოდათ ხელის დაფარება. განსაკუთრებით ამ კვირის ფონზე, როცა ამდენი შემზარავი დანაშაული მოხდა და ყველა ძალიან მგრძნობიარე და დაზაფრული ვართ ემოციურად, ხალხისთვის ეს იყო დიდი აგრესიის საფუძველი და პრაქტიკულად მთელი ქალაქი ბორგავდა.

რადგან არცერთი ის ადამიანი, ვისაც მთავრობაში ვიცნობ, არ იყო თბილისში, დავწერე სტატუსი, სადაც ეს ყველაფერი აღვწერე, რწმენით, რომ ამბავი მივიდოდა მინისტრამდე. არ ვიცი ჩემმა სტატუსმა შეასრულა ეს ინფორმაციული როლი, თუ მის გარეშეც უკვე ვიღაც აქცევდა ამ საქმეს ყუარდღებას, (ვერ დავიბრალებ), მაგრამ ძალიან მალე, სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში დასაკითხად წაყვანილ ხალხთან შეუშვეს ადვოკატები და ამის მერე ყველაფერი წარიმართა ყველა წესის დაცვით.

ის, რომ ყველა ეს საშინელი დანაშაული გახსნილია და რომ მინისტრიც მგრძნობიარეა ხალხის აზრის მიმართ, რასაც არასდროს არ ვიყავით მიჩვეული, და გადაამოწმა და გაასწორა მდგომარეობა, არის ძალიან კარგი.

ახლგაზრდებიდან იარაღის ამოსაღებად კი ალბათ საჭირო გახდება და იმედია ჩატარდება ღონისძიება, რადგან ყველა მშობელი (ამ შემთხევვაში ყველა დედის სახელით მგონია, რომ შემიძლია გამოვთქვა აზრი) ვართ გულგახეთქილი და შეშინებული.

ეს გახლავთ მოკლე შინაარსი ქვეტექსტების, ინტერპრეტაციების და გადაჭარბების გარეშე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქზე“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42