„მოვლენები, რომელიც 2008 წელს საქართველოში ვითარდებოდა და მოვლენები, რომელიც ვითარდება უკრაინაში ერთი სცენარის ნაწილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში კრიზისის გადაჭრის გზად არ უნდა განიხილებოდეს კონფრონტაცია, ნატომ კი უნდა გაიაზროს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის და საქართველოს პრობლემა არ არის.
„მოვლენები, რომელიც 2008 წელს საქართველოში ვითარდებოდა და მოვლენები, რომელიც ვითარდება უკრაინაში ერთი სცენარი ნაწილია. ნატოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს ამ საკითხებთან, თუმცა არ ვგულისხმობ სამხედრო მიდგომას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა ასევე თუ რა საერთოს ხედავს უკრაინისა და საქართველოს შორის, როდესაც 2009 წელს ფაქტების დამდგენმა კომისიამ რუსეთთან ომში საქართველო დაადანაშაულა. მარგველაშვილის თქმით, ეს დასკვნა არ იყო ვერდიქტი და მხოლოდ დეტალებს აღწერდა.
„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ფაქტების დადგენის მისიამ 2009 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და ეს იყო ვერდიქტი. მოდით უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ეს იყო ფაქტების დადგენის მისია, რომელმაც მთლიანი მოვლენა აღწერა და მასში არის სხვადსხვა დეტალები, თუმცა ფაქტი არის შემდეგი - მოვლენები საქართველოსა და უკრაინაში არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები ახორციელებენ. ისინი ამბობენ, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ დამოუკიდებელი ქვეყნების ბედი.. რაც შეეხება ჩვენს არჩევანს, ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპის და მისი კულტურის ნაწილი. ეს არჩვევანის თავისუფლება მისაღები უნდა იყოს. ამგვარი არჩევანი რუსეთის საწინააღმდეგო არ არის და არ ემუქრება მოსკოვს, ეს ქმნის უკეთეს გარემოს რუსეთის ფედერაციისთვის“ , - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






