BBC World-ს უკრაინის თემაზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებაში პირენედან პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი ჩაერთო.
მან რუსეთის მიმართ დასავლეთის ბერკეტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სანქციებზე, რომელმაც საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებების საფუძველი უნდა შექმნას. გარდა ამისა, სააკაშვილმა პარალელები გაავლო საქართველოსთან და განაცხადა, რომ პუტინს ორივე ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და წარმატების ჩაკვლა სურდა.
„რუსეთს სურს მოკლას უკრაინული დემოკრატიის იდეა და ქვეყნის ნებისმიერი წარმატება, მას იგივე სურვილები ჰქონდა საქართველოს წარმატებისა და რეფორმების მიმართაც, ერთის მხრივ ვხედავთ მხარდაჭერას დასავლეთში, მაგრამ მეორეს მხრივ ევროპას მაინც უამრავი ბერკეტი გააჩნია. მაგალითად ეკონომიკური, რუსეთს არ შეუძლია ევროპის დამარცხება, რადგან გაზს ევროპაში ყიდის და იყენებს მის საბანკო ტრანზაქციებს.
სანქციები ამოქმედდება, თუმცა კიდევ ბევრი სხვა სანქციების მიღება შეიძლება, ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ დასავლეთმა შექმნას ცვლილებების საფუძველი რუსეთში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






