დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 09:48, 04 Sep, 2014     1570

თბილისის მერი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს, ქეით ჯულიანს და ბანკის ურბანული ტრანსპორტის უფროს სპეციალისტს, ბერტრან გუალუს შეხვდა.

შეხვედრაზე „ტვინინგის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ორ პროექტზე ისაუბრეს. კერძოდ, მეტროპოლიტენის სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასა და თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ტრანსპორტის განვითარების ახალ მიდგომებსა და ხედვებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო ტურის ჩატარება ევროპის ქვეყნებში და, აგრეთვე, სატრანსპორტო დარგის ექსპერტების საქართველოში ვიზიტი.

ბერტრან გუალუს თქმით, მეტროსადგურის სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად უკვე ჩატარდა ტენდერი და მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შეფასება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და 2 წელს გასტანს. 2 წელიწადში ჩვენ უკვე უნდა შევძლოთ მეტროთი სარგებლობა. მეორე პროექტი უკავშირდება უბრანული ტრანსპორტის სტრატეგიის განახლებას, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა,“- განაცხადა გუალუმ.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ძალიან მალე დასრულდება სატენდერო პროცედურები და შეირჩევა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა უნდა დაიწყოს. აზიის განვითარების ბანკი, ასევე, დაგვეხმარება, რომ განახლდეს თბილისში სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული კვლევა, რომლის საფუძველზეც, ბანკის მხარდაჭერით, მომზადდება სტრატეგია. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება, შეეხება თანამედროვე ენერგის ალტერნატიულ წყაროებზე მომუშავე სატრანსპორტო სისტემის განვითარებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42