,,ამ დრომდე შეგნებულად თავს ვიკავებდი, ჩემი მოკრძალებული აზრი დამეფიქსირებინა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საღამოს, თბილისში, ვაკეში მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავისი დედის ერთადერთი შვილი და იმედი გახლდათ, ვინაიდან ამ ოჯახს გასული წლის აგვისტოში, ავტოკატასტროფაში ერთდროულად დაეღუპა შვილი, შვილიშვილი და რძალი, ამის შემდეგ, ადამიანურად რომ იტყვიან, ყელში სისხლმა ამომასხა!!!
სად არიან ის სასულიერო პირები, საზოგადოების გამოჩენილი სახეები თუ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც გაჰკიოდნენ, რომ საქართველოს ერთადერთი გადამრჩენელი ბ. ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" იყო?! ხალხო, სულ ოდნავ მაინც არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ბიჭის, მისი უზომოდ გამწარებული დედისა და ზოგადად, უამრავი მოკლულის წინაშე, რომლებიც ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელებულმა უაზრო ამნისტიამ და შედეგად გაუარესებულმა კრიმინოგენურმა სიტუაციამ შეიწირა?!
მე არ ვამბობ, რომ ჩემი არჩევანი აბსოლუტურად მართებული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ ვარ ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებელი იმ პოლიტიკური ძალის სათავეში მოყვანის გამო, რომლის მოსვლის შემდეგ, ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ“, - წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






