გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ესტუმრა
პოლიტიკა - 21:25, 03 Sep, 2014     1378

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. მხარეებმა ევრობანკსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ევრობანკის უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკის შემგომი განვითარების საქმეში. მათ ასევე საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციებისა და გამოწვევები შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუებთან, მათ შორის, EBRD-თან.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ღრმად მწამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმებიკიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე", - აღიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა 2015 წლის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა, მით უფრო იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული შეკრება კავკასიაში პირველად იმართება. მხარეებმა განაცხადეს, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართული ეკონომიკის უპირატესობების წარმოსაჩენად, ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად.

„საქართველო პირველი რეფორმატორი ქვეყანაა ევრობანკის რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში განვამტკიცოთ მისი ეკონომიკური ზრდის ძლიერი პოტენციალი. სტაბილური ეკონომიკა და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია ადგილობრივი და უცხოური კაპიტალდაბანდების შემდგომი ზრდისთვის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ხელისუფლებასთან მათი მხრიდან სტაბილური ეკონომიკური მომავლის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა ევრობანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტმა.

როგორც საქართველოს პრეზდეტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველოსთვის დიდი მნიშნველობა აქვს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მით უფრო მაშინ, როცა საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. გიორგი მარგველაშვილმა სუმა ჩაკრაბარტის მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით იჩენს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა EBRD-ის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და თენგის ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42