შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ბოლო პერიოდში კრიმინალური შემთხვევის გაზრდას ეხმაურება. როგორც გადაცემა „ქრონიკასთან“ საუბარში უტიაშვილი ამბობს, გაზრდილი კრიმინალის ერთ-ერთი მიზეზი 15 ათასი დამნაშავის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაა. მისი თქმით, სამართალდამცველი უწყებები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.
„შსს წინა წლების სტატისტიკაში კი არ უნდა ეძებდეს მაჩვენებელს და ამით ამართლებდეს ახლანდელ ძალადობას, არამედ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საზოგადოება დაუცველია და დაუცველობის განცდა მატულობს. 2007-2008 წლებში, როდესაც საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მოიპოვა საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირდებოდა 62 ათასი დანაშაული და აქედან იხსნებოდა 16%. დღეს რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი ჩამოსცდა 40 ათასს და გახსნის მაჩვენებლი ავიდა 60%-ზე ზევით ანუ თუ ჩვენ ჩვენ 3-4 წლის წინ დასავლური მაჩვენებლი გვქონდა ეხლა უბდუნდებით საბჭოთა მაჩვენებელს. თუმცა მთავარია რას ვხედავთ და რა გვესმის. სამინისტრომ უნდა გვითხრას როგორ აპირებს დაიცვას ჩვენი შვილები. მთავარი მიზეზი 15 ათასი დამნაშავის ციხიდან გამოშვება. ამ ხალხს რაღაც უნდა მოუხერხოთ. ასევე, დღეს ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. არ შეიძლება გვყავდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და ნამდვილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და ნამდვილი მთავარი პროკურორი“, - განაცხადა უტიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






