საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 19:28, 03 Sep, 2014     1557

საპარლამენტო უმცირესობა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს:

„ვინაიდან უკრაინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ვინაიდან უკრაინა წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორს და როგორც ცალკე სახელმწიფო - უდიდეს საექსპორტო ბაზარს. ვინაიდან უკრაინა ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს ყველა კრიტიკულ მომენტში და ვინაიდან უკრაინის მკაფიო და არაორაზროვანი მხარდაჭერა საქართველოს არა მხოლოდ მორალური ვალდებულება არამედ პრაგმატული სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია არის პირდაპირი საფრთხე მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც"- ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი:

1. გმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას. არაერთი სანდო წყაროს, მათ შორის აშშ მთავრობის, ნატო-ს, ბრიტანეთის მთავრობის და ა.შ. თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა.

2. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და აკმაყოფილებს გაეროს 1974 წლის რეზოლუციით „აგრესიის დეფინიციის შესახებ“ დადგენილ სამხედრო აგრესიის ყველა კრიტერიუმს.

3. პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ სისხლისღვრაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერორისტებს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

4. ა.წ. 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩამოგდებაზე, რასაც 300 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რადგან ყველა არსებული მტკიცებულებით სარაკეტო სისტემა უკრაინაში რუსეთიდან მოხვდა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ხელს უშლიან გამოძიების განხორციელებას.

5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ გაიყვანოს ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე უკრაინის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.

6. მხარს უჭერს და უერთდება აშშ-ს, ევროპის კავშირის და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ და შემუშავების პროცესში მყოფ ყველა სანქციას და მიიჩნევს რომ აღნიშნული სანქციები რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

7. საერთაშორისო თამამეგობრობის მსგავსად, გმობს „გავლენის სფეროთა“ ცნებას და რუსეთის ყოველგვარ მცდელობას ამგვარ „გავლენის სფეროში“ მოაწციოს საკუთარი მეზობლები, მათ შორის საქართველო.

8. მოუწოდებს საქართველოს მთავრობა გაატაროს ყოველგვარი საჭირო ღონისძიება უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩნენად.

9. მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სასწარაფოდ ჩავიდეს კიევში ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში და უკრაინას გამოუცხადოს მხარდაჭერა

10. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და გასწიოს მუშაობა საერთაშიროსო თანამეგობრობის მიერ რუსეთის მიმართ წაყენებულ მოთხოვნათა შორის თვალსაჩინოდ ფიგურირებდეს საქართველოს დეოკუპაციის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის და რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნები.

11. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერების, მათ შორის შესაბამისი შეირაღების მიწოდებისათვის და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის.

პარლამენტმა უკრანასთან დაკავშირებული რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც ცნობილი ხდება საპარალამენტო უმცირესობამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42