პრეზიდენტი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:11, 03 Sep, 2014     1406

საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა სიტყვით - „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“. ქვეყნის პირველმა პირმა მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა რუსეთთან ურთიერთობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სირთულეების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში შექმნილმა კრიზისმა სულ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უცხო არ არის სხვა ქვეყნის ზეგავლენა და ანექსია და როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ის კიდევ ერთი პოტენციური მესაზღვრეა ნდობის ამ ომში. მისი განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა - შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთო უელსში დაგეგმილ სამიტს და იმ მოლოდინს, რომელიც ქვეყანას ამ სამიტიდან აქვს. სახელმწიფოს მეთაურმა საზოგადოების წინაშე იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც საქართველო ნატოს მისიებში შეიტანა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ევროკავშირის მისიასაც შეეხო, რომლის ფარგლებში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში მსახურობენ. მისი განცხადებით, საქართველო არის პრინციპული, პასუხისმგებლიანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე საერთო უსაფრთხოების დამკვიდრების საკითხში.

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. როგრც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. პირიქით, სტაბილური საქართველო, სტაბილური უკრაინა არის კავკასიის ნათელი მომავლის საწინდარი, რაც ასევე სიკეთის მომტანია რუსი ხალხისთვის, მათ შორის ბიზნენსის წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა როგორც დამსწრე საზოგადოების, ისე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42