იუსტიციის სახლმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 17:27, 03 Sep, 2014     1058
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის − „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ − მონაწილეებს იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
თეა წულუკიანმა სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს ფრენსის ფუკუიამასა და ერიკ ჯენსენს, აგრეთვე მსოფლიოს 13 ქვეყნის 30-ზე მეტ დელეგატს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.
იუსტიციის სახლში მოწყობილი სპეციალური ტურის ფარგლებში ლიდერთა ფორუმის დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ სერვისების პროცედურებს. იუსტიციის მინისტრი სტუმრებს საჯარო სექტორში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ფრენსის ფუკუიამას განმარტებით, იუსტიციის სახლის მსგავსი მოდელი მას არასდროს უნახავს და მისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კონცეფციის გაცნობა რასაც „ყველაფერი ერთ სივრცეში“ ჰქვია.
ერიკ ჯენსენის თქმით კი, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს წარმატებით განხორციელებული რეფორმით, რაც მოქალაქეებისათვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დელეგაციის წევრები აღფრთოვანებულები არიან იმით, თუ როგორ შეძლო იუსტიციის სამინისტრომ და ამჟამინდელმა მთავრობამ შეენარჩუნებინა ის, რაც არის კარგი წამოწყება და განევითარებინა იდეა, რომელიც სულ ახალი დაბადებული იყო 2012 წლის ზაფხულში.
„დღეს მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ იუსტიციის სახლი, მათ შორის, თბილისის ფილიალი, არის უკვე გამართული როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, სერვისების კუთხით და აგრძელებს შთაბეჭდილების მოხდენას ყველა უცხოელ სტუმარზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის უყვარს ყველა საქართველოს მოქალაქეს“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები საქართველოში საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან. ისინი იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზეც მსჯელობენ, რომლებიც ქვეყნების სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს; ხელს უწყობს ღია ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. განიხილავენ ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობის, მმართველობის რეფორმისა და უსაფრთხოების საკითხებს. დელეგატების განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს გამოცდილებაა, რათა გამოიკვეთოს ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული განვითარების სამომავლო განმტკიცებას.
იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა საერთშორისო ფორუმის მუშაობაშიც მიიღო. თეა წულუკიანი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს რეფორმის საკითხებისადმი მიძღვნილი სესიის წინაშე სიტყვით წარსდგა. სემინარს მოდერაციას სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი ერიკ ჯენსენი უწევდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42