დავით უსუფაშვილმა დღეს ქვეყნის კონსტიტუცია სანაგვეზე მოისროლა - თაქთაქიშვილი
სოც.მედია - 14:49, 03 Sep, 2014     2703

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალური ქსელის მეშვებით წერს, რომ დავით უსუფაშვილმა დღეს ქვეყნის კონსტიტუცია სანაგვეზე მოისროლა.

„მან უკვე დახარჯა 27 მილიონი თბილისის შენობის გარემონტებაზე, იქ მოაწყო პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების ოთახები ზუსტად ისე, როგორც პარლამენტის ქუთაისში გადატანამდე იყო.

ოღონდ პროცედურული დემოკრატიის მამას გამორჩა ელემენტარული რამ, რომ ამ გადაწყვეტილებას სამართლებივი საფუძველი სჭირდებოდა, ჯერ კონსტიტუციაში და შემდეგ რეგლამენტში ცვლილების სახით.

ამ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარე არღვევს კონსტიტუციას, რადგან არცერთი ასეთი ცვლილება არ არსებობს ბუნებაში! მან პარლამენტის ადგილსამყოფლად თვითნებურად განსაზღვრა თბილისი და ქუთაისი. კონსტიტუცია კი ასეთ რამეს არ ცნობს და ცალსახად ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის მარტო ქალაქი ქუთაისი, განსხვავებით ძველი, 2009 წლის რედაქციისაგან, სადაც ეწერა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი იყო ორივე, ქუთაისიც და თბილისიც, ოღონდ იმ დათქმით, რომ პლენარული სხდომები აუცილებლად ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო.

გაგახსენებთ, რომ დაშინებების, დაკითხვაზე დაბარებების და პრივილეგიების შეთავაზების მიუხედავად, დავით უსუფაშვილმა ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება კონსტიტუციის ჩანაწერის შესაცვლელად. მაშინ მან თქვა, კონსტიტუციის ცვლილებით, თუ ცვლილების გარეშე, მაინც გადავალთ თბილისშიო!კონსტიტუცია მაინც ვერ შეცვალეს, აი, რეგლამენტში ცვლილება კი უპრობლემოდ შეეძლოთ მიეღოთ უბრალო უმრავლესობით. მაგრამ ასეთი ცვლილებაც კი არ არსებობს!!

თუ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციას არ არღვევენ, რატომ არ შეაქვთ ასეთი ცვლილება რეგლამენტში? იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ არღვევენ კონსტიტუციას და ასეთ აქტი აუცილებლად არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი!

აი, მერე კი ვიღაცას მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება 27 მილიონის თვითნებურ და არამიზნობრივ ხარჯვაზე“,- წერს ჩიორა თაქთქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42