„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიკაიძის გადადგომას მოითხოვს - 4 დღეში მომხდარი მკვლელობების სტატისტიკა
პოლიტიკა - 14:42, 03 Sep, 2014     2694

„ჭიკაიძე არის მთელი საქართველოს მხრიდან მასხარად აგდებული და თავისი გუნდიც კი არ უფრთხილდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ქვეყანაში უკანასკნელ დღეებში მომხდარი მკვლელობების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით უკანასკნელი დროის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკა საგანგაშოა:

„მოკლედ ჩამოვთვლი იმ ფაქტებს, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, ადიგენში მამაკაცმა სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 22, 24 და 26 წლის ბიჭები, გარდა ამისა, მკვლელობა მოხდა გუშინ ბარნოვზე, ერთმა ამნისტირებულმა მეორე მოკლა, გუშინვე მოკლეს ადამიანი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ლილოში, რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა მარნეულის რაიონში, 5 სპეცრაზმელი დაჭრეს ლილოში და მათი ნაწილი ახლაც საავადმყოფოში წევს, პოლიციელები სცემეს მესტიაში, პოლიციის შენობაში. ალბათ ეს სია არის დაუმთავრებელი, მე რომ ამის ჩამოთვლა გავაგრძელო, მაგრამ ვიტყვი ზოგადად, რომ სიტუაცია არის აღმაშფოთებელი“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტები საყოველთაო ამნისტიის შედეგია, რომელზე პასუხისმგებლობაც ქვეყნის მთავრობამ და პირადად ეკა ბესელიამ უნდა აიღონ:

„სიტუაცია არის ძალიან საშიში და იმ ზღვარზე მისული, როდესაც ადამიანებს გვეშინია, რომ ჩვენი ოჯახის წევრების გარეთ გასვლა შეიძლება დასრულდეს სახიფათოდ. ეს არ არის გასაკვირი და ეს არის შედეგი „ოცნების“ მთავრობის უუნარო პოლიტიკის, ეს არის შედეგი იმისა, რომ წლების განმავლობაში აყალბებენ სტატისტიკას, ყველას უდგენენ ისეთ სურათს, თითქოს ყველაფერი იყოს წესრიგში, სინამდვილეში ჩამოთვლილი ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, ეს არის შედეგი იმისა, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსასვლელად წინასწარ აიღო ვალდებულებები კრიმინალურ სამყაროსთან და მისცა ქალბატონ ეკა ბესელიას განეხორციელებინა მართლაც უპრეცენდენტო, უპასუხისმგებლო ამნისტია.

დღეს ალბათ, როდესაც ახალგაზრდა პირებს ასალმებენ სიცოცხლეს და ამას აკეთებენ ამნისტირებული ადამიანები, ქალბატონი ეკა ბესელია უმრავლესობასთან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას ამ მკვლელობებში.

ეს არის იმის შედეგი, როდესაც ვიცეპრემიერი თავს უფლებას აძლევს აეროპორტში დახვდეს კანონიერ ქურდებს და გადააცილოს ისინი თურქეთამდე. მანამდე კი მისცეს საშუალება, რომ ისინი იყვნენ საქართველოში და ცხოვრობდნენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ნადირაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა:

„ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია და აუცილებელია ამ სიტუაციის გამოსწორება. მითუმეტეს ყველაფერს ამძიმებს ის, რომ საქართველოს ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელსაც აქვს ერთადერთი ღირსება და დამსახურება, მისი მამა იყო ჰაკიმ ფაშას სიმამრის თამაზაშვილის ნათესავი და მხოლოდ ეს არის მისი ღირსება და დამსახურება.

ის არის არაადეკვატური, ის არის მთელი საქართველოს მხრიდან მასხარად აგდებული და თავისი გუნდიც კი არ უფრთხილდება, ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან ალექსანდრე ჭიკაიძე გადააყენოს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში მომხდარი მკვლელობები:

28 აგვისტო - ადიგენის რაიონში მამაკაცმა 3 ახალგაზრდა სანადირო თოფით ჩაცხრილა, მეოთხე კი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

30 აგვისტო თბილისში დიჯეი და რეჟისორო დაჩი დარჩია მოკლეს, დამნაშავე დაკავებულია, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

2 სექტემბერი - თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ლაშა მახარაძე ქუჩაში ჩაცხრილეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

2 სექტემბერი - თბილისში, ლილოს დასახლებაში ერთერთ რესტორანში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოკლეს, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42