„ნაციონალური მოძრაობა“ ჩაიცოცხოს და პოლიტიკურ ნაგავზე იქნას გადაგდებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ნიშნიანიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმცირესობას სარფში წასვლის ნაცვლად ცოტა უნდა მოეცადა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთავრობა გალიით ჩამოუყვანდა აქ.
“იმედი მქონდა ჩვენი უმცირესობა ცოტა მაინც მოეგებოდა გონს და შეიცვლებოდა მათი რიტორიკა. მათი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა, მათი დამოკიდებულება თუნდაც ქვეყანაში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიმართ არის გარკვეული დესტრუქციული. დიდი იმედი არც მქონდა მათი გამოსწორების. ეს დამნაშავეები როგორც გოშიები, ისე ეახლნენ მიხეილ სააკაშვილს სარფში და ქვეყნის დამაქცეველ კაცს კუდებს უქიცინებდნენ იქ. ამის შემდეგ რა უნდა იფიქროს ამათზე საქართველოს მოსახლეობამ. თქვენ გგონიათ, ქართველ მოსახლეობას რამე დაავიწყდება? თქვენ უფრო გაქვთ სკლეროზი და ჩემი თხოვნა იქნება, ჩემი ხელფასიდან შემოვიტანოთ „ბილობილი“, ნებით თუ არა ძალით გავაღებინოთ პირი და ძალით დავალევინოთ ეს წამალი, რომ იქნებ გამოფხიზლდნენ. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ გეშველოთ რამე. ჩემო კარგებო, მე მიმაჩნია, რომ ერთი კაი დიდი ცოცხი მართლაც საჭიროა, მაგ საქმისთვის არა თქვენ რომ გაიფიქრეთ, იმისათვის არის საჭირო, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ და პოლიტიკურ სანაგვეზე გასაყრელები ხართ“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






