საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავის 2013 წლის 11 დეკემბრის განცხადებასა და 2014 წლის 5 მარტის რეზოლუციაში ჩამოყალიბებულ მიდგომებზე.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არათუ მხარს უჭერს წვრთნის აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და ორსახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარარა საფრთხეს უქმნის, რეგიონალურ, ისევე როგორც საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილორობას.
განსაკუთრებით შემოაშფოთებელია მზარდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლოებაში, უსახლკაროდ დარჩენილთა რაოდენობისა და დევნილთა ნაკადის ზრდა.
მიუხედავად საერთაშიროსო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატებში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებსა და პრონციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებაში დღემდე ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი:
1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.
3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევად ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს.
4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად.
5. მიმართავს საერთაშიროს თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.
6. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის ასევე საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩაქარებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






