საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის მიერ უკრაინაზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს, თუ ტექსტში გაწერილი არ იქნება, რომ უკრაინაში აგრესიას ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ახორციელებს, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
„თუ ხელისუფლება ამას მხარს არ დაუჭერს იმიტომ, რომ ტექსტში უნდა იყოს გაწერილი, რომ ეს არის პუტინის რეჟიმის მიერ განხორციელებული აგრესია. აღმასრულებელი ზელისუფლება უნდა დავავალდებულოთ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ გვიწერია შეასრულეს, რადგან ხშირად არის, რომ პარლამენტის წევრები ერთ განცხადებას აკეთებენ და მთავრობა სხვა განცხადებებს აკეთებს. ამ ვერსიას მხარს არ დავუჭერთ თუ ჩვენი აზრის გათვალისწინება არ მოხდება“, - განაცხადა მინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის კიდევ ერთი პროეტქის განხილვას გეგმავს. ტექსტი უკვე შედგენილია, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მასში რუსეთის აგრესიაზეც არის საუბარი თუმცა კონკრეტულად რა წერია რეზოლუციაში ეს დღეს გახდება ცნობილი.


მასალის გამოყენების პირობები






