მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გუშინ, თბილისში მომხდარ მკვლელობებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
„ჭიკაიძე ან იმუშავე ან წადი!! ყოველდღე ვიღაცას კლავენ. მალე ვანოს დაუჩოქებთ!! მეძახეთ გიჟი, მკიდია!! შვილებს გიკლავენ ყოველდღე!!“,- წერს ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მამაკაცი ჩაცხრილეს. ინფორმაციის თანახმად, გასროლა უცნობი ავტომანქანიდან მოხდა. 27 წლის ლაშა მახარაძე ამნისტირებული იყო. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მახარაძე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იყო და სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იხდიდა.
ლაშა მახარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლეობას გულისხმობს.
გუშინ, ლილოში ლიდევ ერთი მკვლელობა რესტორანში მოხდა. მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ეთნიკური აზერბაიჯანელია. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დადგენილია და მიმდინარეობს დაკავებისთვის სპეციალური ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები






